სამოქალაქო განათლების და სახელოვნებო კლუბების ინტეგრირებული პროექტის გამოფენა-პრეზენტაცია.
- Irma Kurtanidze
- May 3, 2023
- 1 min read
21 აპრილს სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“-ს მხარდაჭერით და USAID დაფინანსებით მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული სამოქალაქო განათლების და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრირებული პროექტის გამოფენა-პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში X კლასის მოსწავლეებმა მდგრადი განვითარების რამდენიმე პუნქტის მიმართულებით არატრადიციული მასალისგან შექმნეს ქანდაკებები და გაგვიზიარეს ნახატები ადამიანის უფლებების თემაზე.
პროექტის ხელმძღვანელები: ნათია მაკრახიძე (სახელოვნებო კლუბის კურატორი), მაგული სეხნიაშვილი, ნონა ბალიაშვილი (სამოქალაქო კლუბის კურტატორები)


Comments