
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლის ცნობისმოყვარ ე რეპორტიორთა კლუბის
წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულება
-
კლუბი “TCM” მოსწავლეთა გაერთიანებაა, რომელიც დაარსდა სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის და Xბ კლასის მოსწავლის ინიციატივით;
-
კლუბი აწევრიანებს სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნებაყოფლობის საფუძველზე;
-
კლუბი იმართება ლიდერთა საბჭოს მიერ;
-
კლუბს აქვს შემუშავებული პროგრამა (დანართი №1);
-
კლუბის შეფასება ხდება ყოველწლიურად სპეციალურად შემუშავებული შეფასების კითხვარის შესაბამისად (დანართი №2)
-
კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო და სლოგანი;
-
კლუბის სახელწოდებაა „The change makers“ (“TCM”)
-
კლუბის სლოგანია „შესაძლებლობები ჩარჩოებისა და საზღვრების გარეშე“
-
კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, 1400, ქ. გორი, სტალინის გამზ. 32;
კლუბის კურატორი რუსული ენის მასწავლებელი: ირმა კურტანიძე.
მუხლი 2. კლუბის მიზნები და ამოცანები
2.1. მოსწავლეთა საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა ;
2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
2.5.მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.6. პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.7. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2.9. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით ამ წესდების დანართი №3 ან დანართი №4 -ით დამტკიცებული ფორმით;
3.4. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.5. კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
3.6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
3.7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.
მუხლი 4. კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
4.1. კლუბს ჰყავს კურატორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
4.2. კლუბის მართვაში მონაწილეობს ლიდერთა საბჭო;
4.3. კლუბში ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხს აგებს კლუბის საინფორმაციო მენეჯერი.
4.4. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
მუხლი 5. კლუბის ფუნქციები
-
ახალგაზრდების ინტერესების დაცვა;
-
ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
-
მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
-
მოსწავლეებში და პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
-
საკუთარი თავის გამოხატვა და თვითრეალიზაცია;
-
შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ჟურნალისტურ სფეროში;
-
კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება, ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისთვის;
-
ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
-
მოსწავლეებში კომუნიკაციის, სამეტყველო, სხვისი მოსმენის, ორგანიზაციული უნარების განვითარების ხელშეწყობა;
-
მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში ჩართულობის ამაღლება და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;
-
ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
-
ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
-
მოსწავლეების თავისუფალი, სრულყოფილი და თანაბარუფლებიანი პიროვნებებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
მუხლი 6. ლიდერთა საბჭო
-
ლიდერთა საბჭო შედგება ლიდერთა საბჭოს სამი წევრისაგან;
-
ლიდერთა საბჭოს წევრებს ირჩევენ კლუბის წევრები ფარული კენჭისყრით;
-
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და კლუბის ხელმძღვანელს;
-
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
-
ლიდერთა საბჭო გეგმავს მომავალ ღონისძიებებს, განიხილავს შემოსულ წინადადებებს, უწევს მონოტორინგს კლუბის მუშაობას, მონაწილეობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში;
-
ლიდერთა საბჭო ირჩევს საინფორმაციო მენეჯერს, საჭიროების შემთხვევაში განიხილავს მისი იმპიჩმენტის საკითხს.
მუხლი 7. კლუბის წევრები
-
კლუბის წევრის უფლებაა:
ა) მონაწილეობდეს კლუბის შეხვედრებში;
ბ) მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში;
გ) მიიღოს ინფორმაცია კლუბის საქმიანობის შესახებ.
-
კლუბის წევრის მოვალეობაა:
ა) დაიცვას კლუბის წესდება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
გ)აქტიური მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 8. კლუბის მუშაობა
8.1. კლუბი იკრიბება საჭიროებიდან გამომდინარე;
8.2. კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
8.3. კლუბის კურატორი ინტერნეტ-სივრცეში ქმნის facebook–ის გვერდს, სადაც განთავსდება შემდეგი ინფორმაცია: კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და ფოტომასალა კლუბის საქმიანობის შესახებ.
მუხლი 9. ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების წევრთა გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
მუხლი 10. კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) კლუბის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
კლუბის დამფუძნებლები
მასწავლებელი: /ირმა კურტანიძე/
Xბ კლასის მოსწავლე: /ნუცა ჯოხაძე/